TuttoJuve

Juve per sempre sarà

კონდო:“ სპალეტის დონის მწვრთნელი 8-თვიან კონტრაქტს არ აფორმებს, მაგრამ იუვენტუსისთვის უარის თქმა შეუძლებელი იყო“

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კონდომ იუვენტუსში ლუჩიანო სპალეტის მისვლა შეაფასა.

„სპალეტი დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი იტალიელი მწვრთნელია. იტალიის ნაკრებში კრახის მიუხედავად ის უკვე წლებია ნებისმიერ გუნდში სტაბილურად მაღალ შედეგებს დებს, ნაპოლიში კი მან ისტორიული შედეგი დადო და გუნდს მესამე სკუდეტო მოუტანა.

„როგორც წესი, ასეთი დონის მწვრთნელები 8-თვიან კონტრაქტზე უარს ამბობენ, მაგრამ როდესაც შენ იტალიის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდი გეპატიჟება, მათთვის უარის თქმა შეუძლებელია.

„სპალეტიმ იცის, რომ წინ რთული პერიოდი ელოდება, მაგრამ მან ასევე იცის, რომ იუვენტუსს პოტენციალი ყოველთვის აქვს და თუ მან დაკისრებული საქმე შეასრულა, ბიანკონერი ძალიან მალე უმაღლეს დონეზე დაბრუნდება.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

183 views
error: დაცული კონტენტი !