TuttoJuve

Juve per sempre sarà

კონდო:“ იუვენტუსმა დაამტკიცა, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ერთ-ერთი ფავორიტია“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კონდომ იუვენტუსი – ინტერის მატჩი შეაფასა.

„გუშინ ჩვენ ვიხილეთ დიდებული მატჩი ვნახეთ, სავარაუდოდ სეზონის საუკეთესო. ამ შეხვედრაში ინტერის დაცვაში არსებული პრობლემები ყველაზე მეტად ლოიდ კელის მიერ გატანილი გოლის დროს გამოჩნდა.

„აღსანიშნავია იუვენტუსის ათიანის თამაში. ის იმ ფეხბურთელების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც შეხვედრის ბედის გადაწყვეტა ინდივიდუალურად შეუძლიათ. კენანს დელ პიეროსა და ზიდანის დონეზე თამაში შეუძლია. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა მისი პოტენციალის შესახებ კარგად ვიცით და ის ნელ-ნელა გუნდის ლიდერად ყალიბდება.

„სკუდეტო ? ჯერ ამ თემაზე საუბარი ძალიან ადრეა, მაგრამ იუვენტუსმა დაამტკიცა, რომ ბიანკონერი ერთ-ერთი ფავორიტია, ინტერს კი სიტუაციის გამოსწორება უმოკლეს დროში მოუწევს.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

283 views
error: დაცული კონტენტი !