კონდო:“ იუვენტუსი სკუდეტოსთვის ბრძოლაში დაბრუნდა“
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის პაოლო კონდოს აზრით, იუვენტუსი სკუდეტოსთვის ბრძოლაში დაბრუნდა.
„იტალიური გუნდების ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვამ ინტერს ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნა. ახლა იუვენტუსს და ატალანტას მთელი კონცენტრაციის სერია ა-ზე გადატანა შეეძლებათ და ვფიქრობ, ჩვენ წინ ძალიან საინტერესო ჩემპიონატი გველოდება.
„იუვენტუსსა და ინტერს შორის სხვაობა სულ 8 ქულაა, რომლის აღმოფხვრაც დარჩენილ ტურებში რთული იქნება, მაგრამ არა წარმოუდგენელი.“