TuttoJuve

Juve per sempre sarà

კომოლისა და სპალეტის შორის პირადი შეხვედრა დღეს გაიმართება

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, დღეს დამიენ კომოლი ლუჩიანო სპალეტის პირადად შეხვდება და მხარეები საბოლოო შეთანხმების მიღწევას ეცდებიან.

წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის ერთადერთი ასპექტი, რაზეც ჯერჯერობით შეთანხმება ვერ ხერხდება, სპალეტის კონტრაქტის ხანგრძლივობაა.

ლუჩიანო მზად არის, გუნდი სეზონის ბოლომდე ჩაიბაროს და ითხოვს, რომ თუ იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდება, მისი ხელშეკრულება 2 წლით გახანგრძლივდეს, ბიანკონერის კი კონტრაქტის მხოლოდ 1 წლით გახანგრძლივება უნდა.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

196 views
error: დაცული კონტენტი !