TuttoJuve

Juve per sempre sarà

კომოლის ულტიმატუმი პსჟ-ს…

ფრანგული მედიის ინფორმაციით, იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის მოლაპარაკებები რანდალ კოლო მუანის ტრანსფერის თაობაზე არც თუ ისე წარმატებით მიმდინარეობს.

L’Equipe-ს ცნობით, თუ აქამდე იუვენტუსი თანახმა იყო, რომ კოლო მუანი იჯარით გაეფორმებინა, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, ახლა ბიანკონერის ტრანსფერის ფორმულის შეცვლა უნდა.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი კვლავ კოლოს იჯარაზე მუშაობს, თუმცა ამჯერად მისი მომავალში გამოსყიდვის პერსპექტივით და არა ვალდებულებით.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე, პსჟ-ს კოლო მუანის ახალი მსურველის პოვნა გაუჭირდება და იმის ფონზე, რომ ფრანგი პარიზელთა გეგმებში არ შედის, იუვენტუსს ამ ფაქტის სათავისოდ გამოყენება და მუანის ხელსაყრელი პირობით გაფორმება სურს…

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !