კომოლის ბედი ხუთშაბათს გადაწყდება
იტალიური მედიის ინფორმაციით, დამიენ კომოლის იუვენტუსში დარჩენის საკითხი ხუთშაბათს გადაწყდება.
Tuttosport-ის ცნობით, ჯონ ელკანი ფრანგი სპეციალისტის მუშაობით უკმაყოფილოა, ის ხუთშაბათს იუვენტუსის თაობაზე პირად მრჩეველს შეხვდება და გადაწყვეტს, მისცეს თუ არა კომოლის კიდევ ერთი შანსი.
მოსალოდნელია, რომ ლუჩიანო სპალეტის პოზიცია ამ საკითხზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
