კომოლის ახალ იუვენტუსში შეუზღუდავი ძალაუფლება ექნება
უახლოეს კვირებში იუვენტუსის ხელმძღვანელობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება და იტალიური მედიის ცნობით, ახალ იუვენტუსში მთავარი ფიგურა დამინე კომოლი იქნება.
Tuttosport-ის ცნობით, ფრანგი სპეციალისტი გუნდის აღმასრულებელი დირექტორი გახდება და ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სწორედ ის მიიღებს.
გუნდში გაიზრდება ჯორჯო კიელინის გავლენაც, იუვენტუსის ლეგენდა დირექტორთა ბორდს შეუერთდება.
გუნდს სავარაუდოდ ეყოლება ახალი პრეზიდენტიც. მედიაში არსებული სპეკულაციების მიუხედავად, ამ მომენტისთვის გუნდში ალესანდრო დელ პიეროს დაბრუნება არ იგეგმება და გუნდი ფინანსების სპეციალისტს ეძებს, თუმცა მისი გავლენა იუვენტუსში შეზღუდული იქნება.
წყაროს ცნობით, იგორ ტუდორს გუნდის ხელმძღვანელობის სრული ნდობა ექნება და მისი გუნდიდან გაშვება არც კი განიხილება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
