კომოლის აგრესიული მიდგომა სატრანსფერო პოლიტიკის მხრივ…
Tuttosport-ის ინფორმაციით, დამიენ კომოლის დღევანდელმა ინტერვიუმ (იხილეთ აქ) კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იუვენტუსის ახალი ხელმძღვანელობა სატრანსფერო ფანჯარაზე უფრო აგრესიულ პოლიტიკას ირჩევს.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი აგენტებსა და ფეხბურთელებს სიტუაციის კარნახის საშუალებას აღარ მისცემს და ნებისმიერი მათგანი გუნდს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ იუვენტუსის ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაკმაყოფილებული.
გამოცემის ცნობით, იუვენტუსი გონსალესის, ლუისის, ვეას და სხვა ფეხბურთელების სანაცვლოდ, რომლებიც იგორ ტუდორის გეგმებში არ შედიან, ადეკვატურ კომპენსაციას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გუნდში დარჩებიან.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)