კომოლიმ იუვენტუსის ახალი ტექნიკური დირექტორი შეარჩია
სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობასთან ერთად, დამიენ კომოლი იუვენტუსის ახალი მენეჯმენტის ჩამოყალიბებაზე მუშაობს და მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი გუნდში ახალი ტექნიკური დირექტორის მიყვანაა.
ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ბოლო საათებში კომოლიმ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და არჩევანი ფრანსუა მოდესტოზე შეაჩერა.
46 წლის სპეციალისტია აქამდე ოლიმპიაკოსის, ნოტინგჰემ ფორესტისა და მონცას რიგებში მუშაობდა. ახლა ის თავისუფალი აგენტია და იუვენტუსს ფრნაგის გაფორმება პრობლემების გარეშე შეეძლება.
ტექნიკური დირექტორის გარდა, ტურინული გრანდი უახლოეს კვირებში სპორტული დირექტორის გაფორმებასაც გეგმავს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)