კომოლი ვლაჰოვიჩთან მოლაპარაკებების განახლებას გეგმავს
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის დირექტორი დამიენ კომოლი დუშან ვლაჰოვიჩთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების განახლებას გეგმავს.
წყაროს ცნობით, კომოლი სერბ ფორვარდთან ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვას ეცდება, თუმცა ამ მომენტისთვის ვლაჰოვიჩი წლიური გასამრჯელოს – 12 მილიონი ევროს შემცირებას არ აპირებს.
დუშანი მსოფლიო ჩემპიონატზე იუვენტუსთან ერთად გაემგზავრება და მისი ბედი ამის შემდეგ გადაწყდება, თუმცა სერბის გუნდში დარჩენის შანსი მიზერულია.