კომოლი:“ შესაბამისი წინადადების არარსებობის შემთხვევაში, ვლაჰოვიჩი იუვენტუსში დარჩება, კოლო მუანი ?…“
იუვენტუსის გენერალურმა დირექტორმა დამიენ კომოლიმ Sky Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„იუვენტუსის ამბიციები ? მე იმას ვერ დაგპირდებით, რომ ჩვენ დაუყოვნებლივ ტიტულების მოგებას დავიწყებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი სწორედ ეს არის და ჩვენ ამისთვის შესაბამის გუნდს ვაშენებთ.
„ვლაჰოვიჩი ? დუშანი იუვენტუსს შესაბამისი წინადადების მიღების შემდეგ დატოვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გუნდში დარჩება.
„კოლო მუანი ? მას იუვენტუსში დაბრუნება უნდა და ჩვენ ამ თემაზე ვმუშაობთ. ვლაჰოვიჩისა და დევიდის გუნდში ყოფნა ჩვენ მშვიდად მოქმედების საშუალებას გვაძლევს და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა შეთანხმებას.
„დუგლას ლუისი ? მან კონტინასაზე დაგვიანებით უპატივცემულობა გამოიჩინა გუნდისა და თანაგუნდელების მიმართ. მე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ამ მაისურს პატივი უნდა ვცეთ. ლუისმა გუნდს ბოდიში უკვე მოუხადა.
„სანჩო ? ჩვენ კონსეისაუსა და ილდისის სახით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვინგერები გვყავს, ასევე ნიკო გონსალესი, ვინც შესანიშნავი ფეხბურთელია. თუ გუნდს ვინმე დატოვებს, ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით.
„ვეა ? მას მარსელში გადასვლა სურდა, მაგრამ ფეხბურთში ახალი გუნდის უბრალოდ არჩევა არ შეგიძლია, თუ ჩვენ შესაბამის წინადადებას არ მივიღებთ. იუვენტუსის ინტერესებზე წინ არავინ და არაფერი დგას.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)