კომოლი უესლის ტრანსფერის დახურვას ცდილობს
ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, იუვენტუსი ბოლო საათებში ფლამენგოს ტალანტის უესლის ტრანსფერზე კიდევ უფრო გააქტიურდა.
ფლამენგოს ბოლო მატჩებს იუვენტუსის სკაუტები დაესწრნენ და 21 წლის ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილები დარჩნენ, ამიტომ ტურინული გრანდი ახალგაზრდა მცველის გაფორმებას ეცდება.
წყაროს ინფორმაციით, გუნდებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. ფლამენგო ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონს და ბონუსებს ითხოვს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
