TuttoJuve

Juve per sempre sarà

კომოლი ტურინში დაბრუნდა და დევიდის აგენტს შეხვდება

იუვენტუსის დირექტორი დამიენ კომოლი გუშინდელი მატჩის შემდეგ ტურინში დაბრუნდა და გუნდის გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებს.

SportItalia-ს ცნობით, ფრანგი სპეციალისტის პრიორიტეტი ამ მომენტისთვის გუნდის შეტევის ხაზის გაძლიერებაა.

წყაროს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში კომოლისა და კანადელი ფორვარდის ჯონათან დევიდის აგენტს შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომელზეც მხარეები პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებას ეცდებიან.

ტურინული გრანდი ინტერესს არ კარგავს ვიქტორ ოსიმენის მიმართაც, თუმცა ამ მომენტისთვის ნიგერიელი ფორვარდი იუვენტუსის პრიორიტეტი არ არის.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

61 views
error: დაცული კონტენტი !