კომოლი:“ ტუდორი მომდევნო სეზონში იუვენტუსის მწვრთნელი იქნება, ვლაჰოვიჩი ?…“
იუვენტუსმა დამიენ კომოლის პრეზენტაცია ოფიციალურად გამართა, რის შემდეგაც ფრანგმა სპეციალისტმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„სამწუხაროდ, ჯერჯერობით იტალიურად საუბარი არ შემიძლია, თუმცა თქვენი კარგად მესმის. ჩემთვის იუვენტუსის რიგებში მუშაობა დიდი პატივი და პრივილეგიაა. მე ამ დიდებულ გუნდს ბავშვობიდან ვუყურებდი, რადგან აქ ყოველთვის გამორჩეული ფეხბურთელები თამაშობდნენ და გამარჯვებისთვის იბრძოდნენ. იუვენტუსი ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო.
„მწვრთნელი ? მინდა დაგიდასტუროთ, რომ იგორ ტუდორი გუნდში მომდევნო სეზონშიც დარჩება. მე ეს იგორს უკვე ვაცნობე, ჩვენ მუშაობის ერთად გაგრძელება გვსურს. ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვართ და ბუნებრივია, რომ ჩვენს გარშემო ბევრი სპეკულაციაა, მაგრამ ტუდორი იუვენტუსში რჩება.
„ასევე მინდა ვისაუბრო კიელინის შესახებ. ის გუნდის ტექნიკური დირექტორი იქნება და იმუშავებს როგორც საფეხბურთო, ასევე კომერციული კუთხით.
„მე მინდა გუნდში სპორტული დირექტორის მოყვანა, ვინც სატრანსფერო ფანჯარაზე იქნება პასუხისმგებელი და ასევე ახალგაზრდა სექტორსაც დააკვირდება. მე შესაბამისი ადამიანი უკვე შერჩეული მყავს, მაგრამ ეს არის პროცესი, რომლის აჩქარებაც არ შეიძლება.
„ასევე მინდა დაგიდასტუროთ, რომ პსჟ-სთან კოლო მუანის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია და ის ჩვენთან ერთად მსოფლიო ჩემპიოანტზე ითამაშებს. ჯერჯერობით მისი იჯარის 1 წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმება არ არსებობს, თუმცა ამ თემაზე ვმუშაობთ. კოლოს აქ დარჩენა უნდა, ჩვენ კი მისი შენარჩუნება.
„ემოციები ? მე ძალიან დიდ ენთუზიაზმს ვგრძნობ. ბავშვობაში, ჩემი კუმირი პლატინი იყო და ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ტრაპატონის დონის მწვრთნელი გავმხდარიყავი. იმას ვერ გეტყვით, რომ ყოველთვის იუვენტუსის ქომაგი ვიყავი, მაგრამ გუნდს თვალს ვადევნებდი.
„ახლა ერთი სული მაქვს, როდის დაბრუნდება ყველა ფეხბურთელი და მათი გაცნობის საშუალება მომეცემა. ჩვენ წინ მნიშვნელოვანი ტურნირი გველოდება და მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.
„რატომ ტუდორი ? როდესაც ის მარსელში მუშაობდა, მისმა გუნდმა 2-ჯერ დაგვამარცხა (გულისხმობს ტულუზას, ავტ.). ის გუნდისგან ინტენსიურობას, ფიზიკურობასა და მენტალურ სიძლიერეს ითხოვს. მან მარსელში დიდებულად იმუშავა და დარწმუნებული ვარ, იმავეს იუვენტუსშიც გააკეთებს.
„პრიორიტეტი ? ჩემი პრიორიტეტი გამარჯვებაა. ვერ დაგპირდებით, რომ ყოველთვის გავიმარჯვებთ, მაგრამ იმის პირობა შემიძლია მოგცეთ, რომ გამარჯვებისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ. იუვენტუსში დასარჩენად შენ ტიტულები უნდა მოიგო, თუმცა ფეხბურთში არის მოულოდნელი მომენტები, რომელთა წინასწარ გათვლა შეუძლებელია. ჩვენ ყოველთვის 100 პროცენტით უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ.
„ვლაჰოვიჩი ? დუშანი ? ის ტოპ დონის ფეხბურთელია, თუმცა ამ სეზონში რაღაცამ ვერ იმუშავა. მე ფეხბურთელს უნდა გავესაუბრო, გავიგო მისი გეგმა, მოტივაცია, ვისაუბროთ კონტრაქტის სიტუაციაზე და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ.
„რა სჭირდება იუვენტუსს გამარჯვებისთვის ? ამ თემაზე ტუდორს, კიელინისა და სკანავინოს უკვე ვესაუბრე. ჩვენ გვაქვს იდეები. ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს და შესაბამისი კორექციების შემდეგ, ჩვენ უმაღლესი ამბიციებისთვის ვიბრძოლებთ. გუნდში რადიკალური ცვლილებები არ იქნება.“