კომოლი:“ მსოფლიო ჩემპიონატზე საჭირო გამოცდილება მივიღეთ, ვლაჰოვიჩის სიტუაცია ?…“
იუვენტუსის გენერალურმა დირექტორმა დამიენ კომოლიმ DAZN-თან კომენტარი გააკეთა.
„მსოფლიო ჩემპიონატი ? რეალთან მატჩის გამო ვწუხვარ, ჩვენ ამ შეხვედრაში გამარჯვება შეგვეძლო. გუნდმა ტურნირზე ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო, ახლა კი მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.
„ვლაჰოვიჩი ? ახლა ამ თემაზე საუბრის დრო არ არის, გვინდა ვისწავლოთ, თუ როგორ დავუბრუნდეთ გამარჯვების გზას, ამისთვის ინდივიდუალურ ფეხბურთელებზე საუბარი საჭირო არ არის, ჩვენ ძლიერი გუნდი უნდა შევქმნათ და ამისთვის ძალიან კარგი საფუძველი გვაქვს.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)