კომოლი:“ მე, როგორც იუვენტუსი, გამარჯვებით ვარ შებყრობილი, ვლაჰოვიჩის მომავალი ?…“
იუვენტუსის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა დამიენ კომოლიმ ახალ პოსტზე დანიშვნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
პირველ რიგში, მინდა ჯონ ელკანსა და გუნდის სხვა მეწილეებს მადლობა გადავუხადო. ამ გუნდში მუშაობა და პროექტის სათავეში ყოფნა ჩემთვის უდიდესი პრივილეგია, პატივ და ამავდროულად დიდი გამოწვევაა. მე ფეხბურთის დიდი ქომაგი ვარ და ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იუვენტუსი არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთელს მსოფლოში. მე, როგორც იუვენტუსი, გამარჯვებით ვარ შებყრობილი, ამიტომ ჩემი მთავარი მიზანი უმოკლეს დროში იმ სიმაღლეზე დაბრუნებაა, რომელზე ყოფნასაც ეს გუნდი იმსახურებს.
„განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა მაურიციო სკანავინოს, მან ჩვენი ერთად მუშაობის პერიოდში ძალიან ბევრი საჭირო და მნიშვნელოვანი რჩევა მომცა. მაურიციომ იუვენტუსში შესანიშნავად იმუშავა, განსაკუთრებით ფინანსური სტაბილურობის დასაბრუნებლად და ჩვენს ძლიერ და ამბიციურ პროექტს მყარი ფუნდამენტი ჩაუყარა.
„ჩვენი მთავარი მოტივაცია ყოველდღე გამარჯვებაა, რაც ჯონ ელკანის ემოციური და ფულადი გვერდში დგომა კიდევ ერთხელ ადასტურებს. ჩვენ სერია ა-ში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ძალიან დიდი ტალანტი და პოტენციალი, რომელიც მომავალში უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლის საშულებას მოგვცემს.
„პერსონალური მიზანი ? გამარჯვება, მე სხვას ვერაფერს ვფიქრობ. ყოველდღე, გაღვიძების შემდეგ ჩემი ერთადერთი ფიქრი არის ის, თუ როგორ დავუბრუნდეთ გამარჯვების გზას. ქომაგები, ექსპერტები, სტადიონი, შემოსავლები, მწვრთნელი, ფეხბურთელები: ყველაფერი ეს წარმატების საწინდარია.
„ამ გუნდს უდიდესი პოტენციალი აქვს. მე ამ სფეროში უკვე 33 წელია ვმუშაობ, თუმცა არასოდეს მინახავს გუნდი ასეთი ვნებით, ისტორიით, პროფესიონალიზმით, ერთიანობით, პატივისცემით ტრადიციებისა და ისტორიის მიმართ. ეს ყველაფერი იუვენტუსს გამორჩეულ გუნდად აქცევს.
„ჩვენ ხანგრძლივი პროექტი გვაქვს და ჩემი უპირველესი ამოცანა იუვენტუსთან ერთად 39-ე სკუდეტოს მოგებაა.
„სპალეტი ? ლუჩიანო არის უდიდესი პროფესიონალი და გამორჩეული სპეციალისტი, ვინც თავისი უნიკალური საფეხბურთო ხედვით გამოირჩევა და დარწმუნებული ვარ, ის გუნდის რესურსების სრულად გამოყენებას შეძლებს.
„ვლაჰოვიჩი ? ჩვენ გასულ ზაფხულს შევთანხმდით, დუშანის კონტრაქტის თაობაზე სეზონის ბოლოს ვისაუბრებთ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
