კომოლი გუნდში ტრავმების პრობლემის გამოსწორებას პირადად ეცდება
Tuttosport-ის ინფორმაციით, დამიენ კომოლი ბოლო წლებში იუვენტუსში ფეხბურთელების ხშირი ტრავმიანობით უკმაყოფილოა და ამ პრობლემის მოგვარებას პირადად გეგმავს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსში სამედიცინო შტაბის სრული რეორგანიზაცია იგეგმება, ფრანგი სპეციალისტი უმაღლესი დონის ფიზ. მომზადების სპეციალისტების გუნდში მიყვანას გეგმავს.
ამის გარდა, იუვენტუსი სატრანსფერო ფანჯარაზე მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე იქნება აქცენტირებული, რომლებსაც ტრავმების დიდი ისტორია არ აქვთ.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)