კომოლი:“ ჩემი რეაქცია ინტერთან მატჩში ? მე ვალდებული ვარ, ჩემი გუნდის ინტერესები დავიცვა“
დამიენ კომოლიმ გალათასარაისთან მატჩის წინ ისაუბრა.
„სპორტული მოსამართლის გადაწყვეტილება ჩემი დისკვალიფიკაციის თაობაზე ? პირველ რიგში, მე მოსამართლის გადაწყვეტილებას ყოველთვის პატივს ვცემ. ჩვენ ვერდიქტს დეტალურად გავეცნობით და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, გავასაჩივრებთ თუ არა მას.
„ჩემი რეაქცია გადამეტებული იყო, მე ამას ვაღიარებ და ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვალდებული ვარ, ჩემი გუნდი და მისი ინტერესები დავიცვა.
„მაროტას კომენტარები ? კიელინი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და ნიჭიერი დირექტორია, ვისთანაც მე მიმუშავია. მე არ მაინტერესებს ადამიანები, რომლებიც წარსულში არიან დარჩენილები, ჩემი პრიორიტეტი იუვენტუსი, მისი წარმატება და ნათელი მომავალია, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია.
„რას ველოდები დღეს იუვენტუსისგან ? ჩვენ იმავე მენტალობითა და მოტივაციით უნდა ვითამაშოთ, როგორც ინტერთან. მეტოქე ძლიერია, მაგრამ ჩვენ ჩვენი ხარისხი კარგად ვიცით.
„ბასტონის ბოდიში ? მე ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ. ფაქტია, რომ უდანაშაულო კალულუ უმიზეზოდ დაისაჯა და ახლა დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწევს, რაც ძალიან სამწუხაროა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
