არა მხოლოდ კომო, არტურის ტრანსფერზე ევერტონი და ლესტერიც მუშაობენ
იუვენტუსის ნახევარმცველის არტურის გასაფორმებლად კომო, ევერტონი და ლესტერი იბრძვიან.
Sky Sport-ის ცნობით, ტურინული გრანდი ბრაზილიელი ფეხბურთელის 15 მილიონ ევროდ გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა პრობლემა მისი მაღალი ხელფასია.
არტური წლიურად 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ახალ გუნდში გადასასვლელად კი მას გასამრჯელოს მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს.