TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კომო არტურის ტრანსფერით ინტერესდება

იუვენტუსი არტურის გაყიდვაზე მუშაობას აგრძელებს და ბრაზილიელი ფეხბურთელის გაფორმების მსურველთა სიას ამჯერად კომო შეუერთდა.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, სერია ა-ში ახლად დაწინაურებული გუნდის წარმომადგენლებმა იუვენტუსთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს, თუმცა ჯერჯერობით მხარეებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება

კომოს ბრაზილიელის იჯარით გაფორმება სურს, იუვენტუსი კი მის 15-20 მილიონად გაყიდვას გეგმავს. იტალიელების გარდა, არტურის მიმართ ინტერესს ევერტონი და ლესტერი იჩენენ.