TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კომისო:“ ვლაჰოვიჩმა იუვენტუსის გამო უარი რეალს, არსენალსა და ატლეტიკოს უთხრა“

ფიორენტინას პრეზიდენტმა როკო კომისომ დუშან ვლაჰოვიჩის იუვენტუსში გადასვლის დეტალები გაიხსენა.

„ვლაჰოვიჩს მთელს ევროპაში უამრავი მსურველი ჰყავდა. მის თაობაზე მოლაპარაკებებს რეალი, ატლეტიკო და არსენალი აწარმოებდნენ, თუმცა იუვენტუსის გამოჩენისთანავე დუშანმა თქვა, რომ მას კარიერის გაგრძელება ბიანკონერის რიგებში სურდა.“