კოლო მუანი იუვენტუსში დასაბრუნებლად ხელფასის თითქმის 2-ჯერ შემცირებას დათანხმდა
ჯოვანი ბალძარინის ინფორმაციით, რანდალ კოლო მუანის ხელფასი იუვენტუსში გადაბარგების შემდეგ თითქმის 2-ჯერ შემცირდება.
ფრანგი ფორვარდი ამ მომენტისთვის პარიზში წლიურად 9 მილიონსა და ბონუსებს გამოიმუშავებს, იუვენტუსში კი მისი გასამრჯელო 5 მილიონი და ბონუსები იქნება.
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა გუნდებს შორის, იუვენტუსს კოლოს გაფორმება დაახლოებით 55 მილიონი დაუჯდება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                