TuttoJuve

Juve per sempre sarà

კოლოს უარი ინგლისელებს, ფრანგს იუვენტუსში სურს, თუმცა…

Sky Sport-ის ინფორმაციით, რანდალ კოლო მუანი ინგლისურ გუნდებს, მათ შორის ნიუკასლსა და მანჩესტერ იუნაიტედს უარს ეუბნება და იუვენტუსში დაბრუნება უნდა, მაგრამ ამ მომენტისთვის მისი ტურინში ხილვა რთულად წარმოსადგენია.

წყაროს ცნობით, პარიზელები კოლოს იჯარით გაშვებაზე უარს ამბობენ და მის სანაცვლოდ 60 მილიონის მიღება სურთ, რის გადახდასაც იუვენტუსი არ აპირებს.

როგორც ფრანსუა მოდესტომ დაადასტურა, იუვენტუსი პსჟ-სთან მოლაპარაკებებს აგრძელებს და ფრანგებთან საერთო ენის გამონახვას ცდილობს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

95 views
error: დაცული კონტენტი !