კოლოს იუვენტუსში გადასვლა ვლაჰოვიჩზეა დამოკიდებული
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის რანდალ კოლო მუანის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
წყაროს ცნობით, გუნდებს შორის ჯერჯერობით ფინანსურ ასპექტებზე შეთანხმება ვერ ხერხდება, თუმცა ბიანკონერი ფრანგის გაფორმების იმედს არ კარგავს.
რომანოს თქმით, კოლოს იუვენტუსში ტრანსფერი დიდწილად დუშან ვლაჰოვიჩზეა დამოკიდებული და მისი გაყიდვის გარეშე ტურინულ გრანდს კოლოს გაფორმება ფინანსური სიტუაციის გამო გაუჭირდება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
