ინგლისური გუნდების ინტერესის მიუხედავად, კოლოს იუვენტუსში დარჩენა უნდა
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის რანდალ კოლო მუანის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
წყაროს ცნობით, ფრანგი ფორვარდის მიმართ ინტერესს რამდენიმე ინგლისური გუნდი იჩენდა, თუმცა კოლოს პრიორიტეტი კარიერის იუვენტუსში გაგრძელებაა.
ბიანკონერი კოლოს იჯარის 1 წლით გახანგრძლივებას ცდილობს, მისი შემდგომში 40-45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით.