კოლოს აგენტი ტოტენჰემის დარწმუნებას ცდილობს
იუვენტუსი რანდალ კოლო მუანის ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს.
ტურინულმა გრანდმა როგორც პსჟ-სთან, ასევე თავად ფეხბურთელთან ყველა დეტალი უკვე შეათანხმა და ახლა ყველაფერი ტოტენჰემზეა დამოკიდებული.
თუ ინგლისური გუნდი ფრანგის იჯარის ნაადრევად გაწყვეტას დათანხმდება, კოლო იუვენტუსის რიგებს დაუბრუნდება.
SportItalia-ს ინფორმაციით, ტოტენჰემი კოლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ ლონდონელები მისი შემცვლელის გაფორმებას შეძლებენ. კოლოს აგენტი იმედოვნებს, რომ უახლოეს საათებში ტოტენჰემი ფეხბურთელის თხოვნას დააკმაყოფილებს და მას იუვენტუსში გაუშვებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
