TuttoJuve

Juve per sempre sarà

კოლო მუანი პსჟ-ში ბრუნდება

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ინფორმაციით, რანდალ კოლო მუანი პსჟ-ში ბრუნდება და პარიზული გუნდის ბაზაზე ინდივიდუალურად ვარჯიშს დაიწყებს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსსა და პარიზელებს შორის ფრანგი ფეხბურთელის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგან პსჟ-ს მისი იჯარით გაშვება არ სურს.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი კოლოს სანაცვლოდ მოთხოვნილი 45 მილიონის გადახდას არ აპირებს, რადგან მის სტაბილურობაში ეჭვი ეპარება, ამიტომ ამ მომენტისთვის ფრანგის ტურინში დაბრუნების შანსი არც თუ ისე დიდია.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

53 views
error: დაცული კონტენტი !