კოლო იუვენტუსში მხოლოდ იჯარის წესით დარჩება
იუვენტუსი რანდალ კოლო მუანის შენარჩუნებაზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა ამ მომენტისთვის ფრანგი ფეხბურთელის ტურინში დარჩენის შანსი მინიმალურია.
Corriere dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსი კოლოს სანაცვლოდ მოთხოვნილი 45-50 მილიონის გადახდას არ აპირებს და მის შენარჩუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გეგმავს, თუ პსჟ ფრანგის იჯარის გახანგრძლივებას დათანხმდება.

 
                 
                 
                