კოლო მუანი იუვენტუსში დაბრუნებასთან ახლოს არის
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, რანდალ კოლო მუანი დიდი ალბათობით იუვენტუსის რიგებს დაუბრუნდება.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ფრანგი ფორვარდის 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაიხდის, მისი შემდგომში 35-40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით.
გამოცემის ინფორმაციით, კოლოს გაფორმების სურვილი გასულ კვირებში არაერთმა ევროპულმა გრანდმა გამოთქვა, მაგრამ ფრანგის პრიორიტეტი ყოველთვის ტურინში დაბრუნება იყო.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                