TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოლო მუანი:“ იუვეში ძალიან ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, აქ დავრჩები“

იუვენტუსის ფორვარდმა რანდალ კოლო მუანიმ საინტერესო თემეზე ისაუბრა.

„სიტისთან მატჩი ? ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი სტარტი ავიღეთ, წინ სიტის წინააღმდეგ კიდევ ერთი ძალიან რთული და მნიშვნელოვანი გამოცდა გველოდება, ეს საინტერესო გამოწვევა იქნება, ჩვენ მატჩისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ.

„ილდისი ? კენანი ძალიან ძლიერია, მასთან ერთად მუშაობა ნამდვილი მაგიაა, კენანი არის იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებიც სხვებისგან გამოირჩევიან, მასთან ერთად თამაში ძალიან დიდი სიამოვნებაა.

„ჩემი მომავალი ? მე ამ თემაზე არაფერი ვიცი. ახლა ჩემი მიზანი იუვენტუსთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესოდ ჩატარებაა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ იუვენტუსში ძალიან ბედნიერი ვარ და აქ დარჩენის იმედი მაქვს.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !