კოლო მუანი იუვენტუსის პრიორიტეტად რჩება
იუვენტუსი ცენტრ-ფორვარდის ძიებას აგრძელებს და ტურინული გრანდი არაერთ პოტენციურ კანდიდატურას განიხილავს, მაგრამ გუნის პრიორიტეტი რანდალ კოლო მუანი იქნება.
Calciomercato-ს ცნობით, ფრანგი ფორვარდის ტურინულ გრანდში ხილვა პირადად ლუჩიანო სპალეტის სურს.
იუვენტუსი კოლოს იჯარით გაფორმებას ეცდება, მისი შემდგომში 35-40 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
