TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოლო მუანი სავარაუდოდ იუვენტუსს დატოვებს

იტალიური მედიის ცნობით, რანდალ კოლო მუანი სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით იუვენტუსის რიგებს დატოვებს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფრანგი ფორვარდის იუვენტუსში ტრანსფერის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ტიაგო მოტა იყო და მისი გუნდიდან წასვლის შემდეგ კოლო სავარუადოდ ტურინული გრანდის დატოვებას გადაწყვეტს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსის შეტევა იმის მიხედვით დაკომპლექტდება, თუ ვინ იქნება გუნდის მწვრთნელი მომდევნო სეზონისტვის.

error: დაცული კონტენტი !