კოლო მუანი იუვენტუსს დატოვებს
იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის ფაბიანა დელა ვალეს ინფორმაციით, რანდალ კოლო მუანი სეონის ბოლოს ტურინული გრანდის რიგებს დატოვებს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი ფეხბურთელის შენარჩუნების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მისი იჯარის გახანგრძლივება უნდა, პსჟ კი ზაფხულში კოლოს საბოლოოდ გაყიდვას გეგმავს.
დელა ვალეს თქმით, ამ მომენტისთვის კოლო მუანის იუვენტუსში დარჩენა ფაქტობრივად გამორიცხულია.

 
                 
                 
                