TuttoJuve

Juve per sempre sarà

კობოლი ჯილი:“ იუვენტუსის პროგრესი აშკარაა, გუნდი სწორ გზაზე დგას“

იუვენტუსის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ Radio Tuttonapoli-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ნაპოლი – იუვენტუსი ? ეს ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება. იუვენტუსს პოზიტიური პერიოდი აქვს და ნაპოლის წინააღმდეგ თავის საუკეთესოდ წარმოჩენას ეცდება, ნაპოლიში კი, გასულ კვირებში შექმნილი კრიზისის შემდეგ, გუნდმა სტაბილურობა დაიბრუნა და არა მხოლოდ კარგი შედეგები აქვს, არამედ ძალიან კარგად თამაშობს.

„სპალეტი ? ის შესანიშნავად მუშობს, გუნდში პროგრესი აშკარაა და იუვენტუსი სწორ გზაზე დგას. ვეღარ ვხედავთ გაუთავებელ უკან პასებს, რასაც გასულ თვეებში ვუყურებდით. მართალია ორივე გუნდს ტრავმების მხრივ პრობლემა აქვს, მაგრამ წინ ძალიან კარგი შეხვედრა გველოდება.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !