TuttoJuve

Juve per sempre sarà

კივუ:“ ჩვენ კარგად ვითამაშეთ, თუმცა მეტის გაკეთება გვმართებდა“

ინტერის მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან კივუმ იუვენტუსთან მატჩი შეაფასა.

„ვფიქრობ, ჩვენ ორი კარგი ტაიმი ჩავატარეთ. იუვენტუსი ძალიან ძლიერია, მაგრამ ჩვენ აქ გამარჯვების მოსაპოვებლად ჩამოვედით და ამის გაკეთება შეგვეძლო, თუმცა ბოლო წუთებში უფრო მეტის გაკეთება გვმართებდა.

„ინდივიდუალური შეცდომები ? მე ინდივიდუალურ დონეზე საუბარი არ მიყვარს. ჩვენ ბურთი უკეთ უნდა გაგვეკონტროლებინა და საჭიროების შემთხვევაში მოგვეშორებინა კიდეც, როგორც ამას მეტოქე აკეთებდა.

„3 ქულა 3 ტურში ? ჩვენ ყველა შეხვედრაში კარგი თამაში ვაჩვენეთ, თუმცა კონკრეტულ ეპიზოდებში უკეთ თამაში გვმართებს.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

400 views
error: დაცული კონტენტი !