TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კინსელა:“ ლუისი სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იქნება, კიეზა ინგლისში ?…“

BBC-ს ინგლისელმა ჟურნალისტმა ნაზაარ კინსელამ ტურინულ გრანდს დუგლას ლუისის ტრანსფერი მოუწონა.

„ლუისი შესანიშნავი ფეხბურთელია და ქომაგები მართლები არიან, როდესაც მისგან დიდი მოლოდინები აქვთ. ბრაზილიელს შესანიშნავი ტექნიკა და შესაძლებლობები აქვს, რომელიც გასულ წლებში პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო. მჯერა, რომ ის სერია ა-ში დომინანტი იქნება.

„ასტონ ვილას ქომაგები ამ ტრანსფერს გულნატკენები შეხვდნენ, მაგრამ გუნდში არსებული რთული ფინანსური სიტუაციის გამო სხვაგვარად მოქცევა შეუძლებელი იყო. იუვენტუსმა სწორი დრო შეარჩია და როგორც არსენალს, ასევე სიტის დაასწრო. მოცდის შემთხვევაში ბიანკონერის მისი გაფორმება გაუჭირდებოდა.

„კიეზა ინგლისში ? ვფიქრობ, ის იტალიაში დარჩება და სერია ა-ს რომელიმე გუნდს შეუერთდება, თუმცა ახლა დანამდვილებით რაიმეს თქმა რთულია. მისი აგენტი ინგლისში იმყოფება და ვნახოთ, შეძლებს თუ არა რომელიმე გუნდთან შეთანხმებას.“