TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კინი:“ მე ცხოვრების ბოლომდე იუვენტუსის მადლობელი ვიქნები“

იუვენტუსის ყოფილმა ფორვარდმა მოიზე კინმა, ვინც ფიორენტინას რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს, ტურინული გრანდის შესახებ ისაუბრა.

„იუვენტუსთან ძალიან ბევრი პოზიტიური მოგონება მაკავშირებს, გუნდმა მე ქუჩიდან წამიყვანა, ჩემი იწამა და მომცა ყველაფერი, რომ მუშაობისა და განვითარების საშუალება მქონოდა.

„მე სახლიდან ადრე წავედი და იუვენტუსი ჩემთვის ოჯახზე მეტი გახდა, მე ძირითად გუნდში პირველად თამაშის საშუალება 16 წლის ასაკში მომეცა, რაც ოცნების ახდენა იყო და მე ამის გამო მადლობელი ვარ.“