TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზას ტრანსფერისთვის ბრძოლაში მანჩესტერი დაწინაურდა

იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო ჩეჩარინის ინფორმაციით, ფედერიკო კიეზას ტრანსფერისთვის ბრძოლაში მანჩესტერ იუნაიტედი ფავორიტად მოაიზრება.

წყაროს ცნობით, ნაპოლისა და რომას ინტერესის მიუხედავად, კიეზას კარიერის იტალიის საზღვრებს გარეთ გაგრძელება სურს და ერთ-ერთ ინგლისურ გუნდში გადასვლის იმედი აქვს.

ფედერიკოს მიმართ ინტერესს ტოტენჰემიც იჩენს, თუმცა კიეზა კარიერის წითელი ეშმაკების რიგებში გაგრძელებას ამჯობინებს.