TuttoJuve

Juve per sempre sarà

კიეზას ტრანსფერით ნიუკასლიც ინტერესდება

მანჩესტერ იუნაიტედისა და ტოტენჰემის შემდეგ, ფედერიკო კიეზას მიმართ ინტერესი ნიუკასლმაც დააფიქსირა.

ბრიტანული გამოცემა HITC-ს ცნობით, ინგლისელებმა იტალიელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვეს და უახლოეს პერიოდში ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავენ.

კიეზა კარიერის პრემიერ ლიგაში გაგრძელების წინააღმდეგი არ არის და ნიუკასლს არც მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 25 მილიონის გადახდა გაუჭირდება, თუმცა ფედერიკოს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს და ჯერჯერობით გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

32 views
error: დაცული კონტენტი !