TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზას ტრანსფერით მილანიც ინტერესდება

მილანური გამოცემა MilanNews-ის ცნობით, იუვენტუსის ვინგერის ფედერიკო კიეზას ტრანსფერით ამჯერად მილანი ინტერესდება.

წყაროს ცნობით, ლომბარდიულმა გრანდმა ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა და უახლოეს პერიოდში იტალიელის აგენტთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.

პრობლემა ამჯერადაც კიეზას მოთხოვნილი ხელფასია, ის გასამრჯელოს სახით 6-6.5 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც ამ მომენტისთვის არც ერთი დაინტერესებული გუნდი არ აპირებს.