TuttoJuve

Juve per sempre sarà

კიეზას ტრანსფერით ლაციო დაინტერესდა

რომაული გამოცემა Il Messaggero-ს ინფორმაციით, ლაციო იუვენტუსის ვინგერის ფედერიკო კიეზას ტრანსფერით ინტერესდება.

წყაროს ცნობით, გუნდში ფეხბურთელის ხილვა პირადად ბიანკოჩელესტის მთავარ მწვრთნელს მარკო ბარონის სურს და არწივებმა კიეზას თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვეს.

გამოცემის ინფორმაციით, მთავარი პრობლემა კიეზას ხელფასია, ის გასამრჯელოს სახით 6-7 მილიონ ევროს ითხოვს, არწივები კი მას 4 მილიონსა და ბონუსებს სთავაზობენ.

error: დაცული კონტენტი !