TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზას სიტუაციას ბარსელონაც აკვირდება

ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, ბარსელონა ფედერიკო კიეზას ტრანსფერით ინტერესდება.

წყაროს ცნობით, იტალიელი ფეხბურთელი ამ მომენტისთვის ბლაუგრანას პრიორიტეტი არ არის, მაგრამ თუ კატალონიელებს ბილბაოდან ნიკო უილიამსის გაფორმება არ გამოუვიდათ, კიეზა ესპანელი ფეხბურთელის იაფიანი ალტერნატივა იქნება.

იუვენტუსი კიეზას მსურველების ძიებას აქტიურად აგრძელებს, თუმცა ამ მომენტისთვის ბიანკონერის ოფიციალური წინადადება არ მიუღია.