TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზას მამა იუვენტუსთან უთანხმოების მოგვარებას ცდილობს

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ვინგერის ფედერიკო კიეზას მამა ენრიკო ტურინული გრანდის ხელმძღვანელობასთან სიტუაციის გამოსწორებას ცდილობს.

იუვენტუსსა და კიეზას შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა, იტალიელი ფეხბურთელი ბოლო წლებში არც თუ ისე კარგი ასპარეზობის მიუხედავად ხელფასის გაზრდას ითხოვდა, რამაც მხარეებს შორის ურთიერთობა გააფუჭა და ფეხბურთელის პროექტიდან მოკვეთა გამოიწვია.

წყაროს ცნობით, ენრიკო კიეზას იმედი აქვს, რომ იუვენტუსთან უთანხმოებას მოაგვარებს და მისი შვილი ტურინული გრანდის რიგებში დარჩება, თუმცა ეს მარტივი გასაკეთებელი არ იქნება…