TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზას იუვენტუსში დარჩენა სურს

იტალიური გამოცემა Juventibus-ის ინფორმაციით, ფედერიკო კიეზას მოთხოვნით, ფეხბურთელის აგენტსა და იუვენტუსს შორის მოლაპარაკებები განახლდა.

წყაროს ცნობით, კიეზას ნაპოლის კანდიდატურა არ მოსწონს, მისი პრიორიტეტი იუვენტუსთან კონტრაქტის გახანგრძლივება და ტურინულ გრანდში დარჩენაა.

გამოცემის ინფორმაციით, კიეზას მიმართ ბაიერნის ინტერესი სერიოზულია, თუმცა იტალიელს იუვენტუსში დარჩენის იმედი აქვს.