TuttoJuve

Juve per sempre sarà

კიეზას ერთ-ერთი ალტერნატივა ვერონას ფორვარდია

ფედერიკო კიეზას თაობაზე ლივერპულთან მოლაპარაკებების გართულების შემდეგ, იუვენტუსი იტალიელის ალტერნატიული ვარიანტების ძიებას შეუდგა.

დანიელ მალდინის გარდა, ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე ვერონას 22 წლის ფეხბურთელი ჯოვანე გახლავთ, ვისაც როგორც ფლანგზე, ასევე ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე შეუძლია თამაში.

SportItalia-ს ცნობით, ვერონას ბრაზილიელის სანაცვლოდ, რომლის აქტივში მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა, 18 მილიონის მიღება სურს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !