TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზას ბარსელონაში ტრანსფერი რთულდება…

ფედერიკო კიეზას ბარსელონაში ტრანსფერთან დაკავშრებით გარკვეული პრობლემებია, რაც იტალიელის ესპანელში გადასვლას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

გუნდებმა ტრანსფერის დეტალები შეათანხმეს, თუმცა პრობლემა ესპანეთში არსებული სახელფასო ჭერია, რის გამოც ბლაუგრანა ჯერჯერობით დანი ოლმის ტრანსფერის დარეგისტრირებასაც ვერ ახერხებს.

ბოლო დღეებში კიეზას ტრანსფერზე მუშაობა ჩელსიმაც განაახლა, თუმცა იუვენტუსს ამ მომენტისთვის მათგან წინადადება არ მიუღია.