TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზას ბარსელონაში ტრანსფერი ჩაიშალა

გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, რაც ჯერჯერობით იტალიურ წყაროებს არ დაუდასტურებიათ, ფედერიკო კიეზას ბარსელონაში ტრანსფერი ჩაიშალა.

ბლაუგრანას ესპანეთში არსებული სახელფასო ჭერის გამო პრობლემები აქვს, რის გამოც ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირებას ვერ ახერხებს და Marca-ს ცნობით, ბარსამ ამ მიზეზით კიეზას გაფორმებაზე უარი თქვა.

ფედერიკო გასულ დღეებში ჩელსისაც დაუკავშირეს, მაგრამ იუვენტუსს ჯერჯერობით ლონდონელებისგან არანაირი წინადადება არ მიუღია.