TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზას აგენტი ტურინში ხელცარიელი დაბრუნდა…

SportItalia-ს ინფორმაციით, ფედერიკო კიეზას აგენტი ფალი რამადანი, ვინც ლონდონში იმყოფებოდა და იტალიელი ვინგერისთვის ახალ გუნდს ეძებდა, ტურინში ხელცარიელი დაბრუნდა.

წყაროს ცნობით, ინგლისურ გუნდებსა და კიეზას წარმომადგენლებს შორის საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდა, ამიტომ ამ მომენტისთვის ფედერიკოს კონკრეტული წინადადება არ მიუღია.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და იზრდება შანსი, რომ ის გუნდს მომდევნო ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.