TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზას აგენტი ჩელსისა და არსენალის წარმომადგენლებს ხვდება

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ფედერიკო კიეზას აგენტი ლონდონში იმყოფება, სადაც ის ჩელსისა და არსენალის წარმომადგენლებს შეხვდება და მხარეები იტალიელი ვინგერის ტრანსფერს განიხილავენ.

კიეზას იუვენტუსში დარჩენა და მისი კონტრაქტის გახანგრძლივება ჯერ გამორიცხული არ არის, მაგრამ სანაცვლოდ იტალიელს ხელფასის გაზრდაზე უარის თქმა მოუწევს, რასაც ამ მომენტისთვის ფედერიკო არ აპირებს.

იუვენტუსი 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 25-30 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავს.