TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზას აგენტი ბარსას ალტერნატივას ეძებს

როგორც უკვე მოგახსენეთ (იხილეთ აქ), ფედერიკო კიეზას ბარსელონაში ტრანსფერი ჩაიშალა, ამიტომ ფეხბურთელს სხვა ვარიანტების ძებნა მოუწევს.

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, კიეზას წარმომადგენელს გეგმა ‘ბ’ უკვე მზად აქვს და რამდენიმე ინგლისურ გუნდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის ინგლისში ყველაზე მეტად არსენალი და ჩელსი აქტიურობენ, მათთვის მოთხოვნილი 15 მილიონის გადახდა პრობლემა არ იქნება, თუმცა ჯერჯერობით ბიანკონერის ოფიციალური წინადადება არ მიუღია.